ჯარისკაცის სინაგოგა (ტომსკი)

ჯარისკაცის სინაგოგა (რუს. Солдатская синагога) — სინაგოგა ტომსკში. იგი ჯარისკაცის პირველი სინაგოგაა რუსეთში და ერთადერთი ხის მსგავსი ტიპის ნაგებობაა მსოფლიოში[1][2]. წარმოადგენს რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

ტომსკის სინაგოგა 1910 წელს

1865 წელს შეიძინეს თორის გრაგნილი და ზატეევის შესახვევში იჯარით აღებულ სახლში გახსნეს სამლოცველო სახლი, რომელიც ქორალური და კამინერის სინაგოგების შემდეგ მესამე იყო ქალაქში. 1872 წელს ნეჩაევის ქუჩაზე (ამჟამად ფრუნზეს პროსპექტი, 15) ააგეს ახალი ხის შენობა. შენობის სარდაფის სამხრეთ ნაწილში განათავსეს რელიგიური პურის — მაცის საცხობი.

1906 წელს მეზობელი ვაჭრის სახლში გაჩნდა ხანძარი და სინაგოგის შენობა ძალიან დაზიანდა. სინაგოგა საკუთარი თანხით აღადგინეს და გადააკეთეს ჯარისკაცებმა. მშენებლობას ხელმძღვანელობდა გადამდგარი კაპიტანი გ. ი. ცამი, მშენებლობის კომისიის შემადგენლობაში შედიოდა არქიტექტორი ტ. ლ. ფიშელი. მშენებლობის პროექტი მავრიტანული სკოლის სტილში შეასრულა საგუბერნიო არქიტექტორმა ანდრეი ლანგერმა. 1907 წელს სინაგოგა ხელახლა გახსნეს.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1920-იან წლებში სინაგოგის შენობა გადაეცა უსახლკაროთა სკოლას. შენობის სახურავზე მდებარე სამივე გუმბათი მოანგრიეს. 1930-იან წლებში კი შენობაში განათავსეს ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა საერთო საცხოვრებელი, რომელიც არსებობდა 1990-იან წლებამდე. შემდეგ მასში ცხოვრობდნენ ტომსკის რიგითი მოქალაქეები.

2018 წლის დასაწყისში ქალაქის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება არქიტექტურის ძეგლი, ჯარისკაცის სინაგოგა, გადაეცა ებრაული თემისთვის. შეთანხმება ქალაქის მერს ივან კლიაინსა და რუსეთის მთავარ რაბინ ბერლ ლაზარს შორის გაფორმდა ამავე წლის 1 თებერვალს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Сибирская старина : краеведческий альманах. - 2003. - № 21 стр. 25.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება