ჯანსუღ ღვინჯილია
ჯანსუღ ღვინჯილია (დ. 14 ოქტომბერი, 1940 — გ. 27 თებერვალი, 2001) — ქართველი მწერალი.
ჯანსუღ ღვინჯილია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 ოქტომბერი, 1940 |
დაბადების ადგილი | დიმი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 27 თებერვალი, 2001 (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში 1940 წლის 14 ოქტომბერს. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1965 წელს, 1982 წლიდან ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი იყო. მისი პირველი წიგნია „კრიტიკული წერილები“ (1974 წ.), მასვე ეკუთვნის წიგნები: „მდინარება“ (1975), „წერილები“ (1977), „ზომიერების გრძნობა თანამედროვე ქართულ კრიტიკულ აზროვნებაში“ (1979), „ტრადიცია და თანამედროვენი“ (1982), „პოეტური ენერგია“ (1983), „გიორგი სააკაძის პიროვნება“ (1980), „სული აღმაშენებელი“ (1985).
2001 წლის 27 თებერვალს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჭაბუა ამირეჯიბის საიუბილეო საღამო უნდა გამართულიყო. საღამო რიხით და თუთაშხიას ემოციებით დაიწყო, თუმცა, ტრაგიკულად დასრულდა. სცენაზე, მიკროფონთან, ყველას თვალწინ ჯანსუღ ღვინჯილიას მოჭარბებული მღელვარებისგან გული გაუჩერდა. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თანმყოლი სამედიცინო პერსონალი უძლური აღმოჩნდა და ყველაფერი მყისიერად დასრულდა, ჯანსუღ ღვინჯილია ტრანსპორტირებისას, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.[1]