ჯანიქის ბეილიქი (თურქ. Canik beylikleri) — მცირე თურქმანული სამთავროების საერთო სახელი, რომელიც XIV და XVI საუკუნეებში ჩრდილოეთ ანატოლიაში მდებარეობდა. სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს ქართული სატომო სახელი — „ჭანი-დან“.[1]

ჯანიქი
Canik beylikleri

ბეილიქი

~1300 — 1460

ჯანიკის ბეილიქი.
(რუკაზე ასახულია როგორც Canik)
ენა თურქული
რელიგია სუნიტური ისლამი

1243 წელს ქოსე-დაღის ბრძოლაში დამარცხებულმა რუმის სასულთნომ ზავი ითხოვა და შედეგად მონღოლთა იმპერიის მოხარკედ იქცა. მონღოლთა იმპერიის დაშლის შემდგომ რეგიონში ახალი ძალა ილხანთა საყაენო ჩამოყალიბდა. ილხანიდებმა მალევე მოიპოვეს ჰეგემონია ანატოლიაში. სელჩუკი სულთნები ილხანიდთა მარიონეტებად იქცნენ, ხოლო მათი სარდლები ილხანიდებს დაემორჩინენ, რომლებმაც თანდათან ანატოლიის სხვადასხვა მხარეში ნახევრად დამოუკიდებელი სამთავროები (ბეილიქები) ჩამოაყალიბეს. იქიდან გამომდინარე, რომ მცირე აზიის შავი ზღვის სანაპიროს ცენტრალურ მხარეში დომინანტური ძალა ვერ ჩამოყალიბდა, აქ ათეულობით მცირე ბეილიქი აღმოცენდა, რომელიც ერთი დინასტიის წარმომადგენლების მიერ იმართებოდა და ერეტნას ნომინალურ ვასალებს წარმოადგენდნენ. ამ ბეილიქთა ისტორია გაუთავებელი ბრძოლებითა და მღელვარებით არის მოცული. თანამედროვე ისტორიკოსები მათ ერთობლივობას პირობითად ჯანიქის სახელით აღნიშნავენ.

ბეილიქები

რედაქტირება

ბეილიქთა სია, რომელთაც ჯანიქის სახელით მოიხსენიებენ:[2]

ბეილიქის სახელწოდება დედაქალაქი გაუქმების თარიღი
ბაფრის ბეილიქი ბაფრა 1460
ჰაჯიემიროღულარი მესუდიე 1427
კუბატოღულარი ლადიკ 1428
კუთლუშაჰი ამასია 1381
ტეჯედინოღულარი ნიკსარი 1415
ტაშანოღულარი მერზიფონი 1398

მართველთა სია

რედაქტირება

ზოგიერთი დინასტიის წარმომადგენლები:[3]
კუთლუშაჰი

  • ჰაჯი კუთლუ შაჰ ბეი (1340-1361)
  • ჰაჯი შედგელდი ბეი (1361-1381)
  • ფაჰრუდინ აჰმედ ბეი (1381-1393)

ტეჯედინოღულარი

  • ტეჯედინ დოღან შაჰ (1308-1346)
  • ტეჯედინ ბეი (1346-1387)
  • მაჰმუდ ჩელები (1387-1423)
  • ჰუსემუდინ ჰასან ბეი (1423-1425)

ჰაჯიემიროღულარი

  • ჰაჯი ბაირამ ბეი (1313-1331)
  • ჰაჯი ემირ ბეი (1331-1361)
  • სულეიმან ბეი (1386-1392)
  1. Bryer, 1975,127.
  2. Türkçe bilgi On line history (თურქული)
  3. Yılmaz Öztuna:Devletler ve Hanedanlar, Kültür bakanlığı, 1996, ISBN 975-1704-715 pp.86-87