ჯანიაურების ეკლესია

ჯანიაურების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის გარეუბანში. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVIII საუკუნით. ძლიერ დაზიანებულია — კედლის ზედა ნაწილი და გუმბათი ჩამონგრეულია.

ეკლესია გუმბათოვანია (14,3×10,4 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან ჰქონდა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ჩრდილოეთით მაღალი ისრულთაღიანი ნიშია, აფსიდის ზედა სამხრეთ ნაწილში საიდუმლო ოთახებში გასასვლელი ხვრელია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სადიაკვნე და სამკვეთლოა. ორივე სათავსს თითო სარკმელი აქვს და ეკლესიის დარბაზს ღიობით უკავშირდება. მათ თავზე საიდუმლო ოთახებია. სამივე მკლავში თითო სარკმელია. ეკლესიის თაღები და კამარები ისრულია.

სამხრეთ ფასადზე შესასვლელი შემოსილია ქვით, რომელზეც გრეხილი ლილვებია გამოყვანილი, გვერდებზე ამოკვეთილია ექვსქიმიანი ვარსკვლავები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6522