ჯანდაცვა ჩრდილოეთ კორეაში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯანდაცვა კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში—სამედიცინო დაზღვევისა და ეროვნული სამედიცინო მომსახურების სისტემა.

ჩრდილოეთ კორეა-პიონიანგის სამშობიარო

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩრდილოეთ კორეაში 2016 წლისთვის 71,69 წელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა კლასიფიცირებულია, როგორც დაბალშემოსავლიანი ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეაში გარდაცვალების მიზეზების სტრუქტურა (2013 წ.) მსგავსხვა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების სტრუქტურისაგან განსხვავებულია. იგი უფრო ახლოსაა გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან, არაგადამდები დაავადებებით, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები. მათზე  სიკვდილიანობის ორი მესამედი მოდის.[1]

2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობის გაგების ყველაზე დიდი დაბრკოლება სანდო მონაცემებისა და საიმედო წყაროს ნაკლებობაა.

რიუგიონგის ჯანმრთელობის კომპლექსი
სტომატოლოგიური კლინიკა პიონგიანგის სამშობიარო საავადმყოფოში

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ ის უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო მომსახურებას ყველა მოქალაქისთვის, თუმცა The Week ირწმუნება, რომ ის მხოლოდ მათთვისაა, ვინც თანხას იხდის.  ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხარისხის შესახებ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია. 2010 წლის აპრილში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი მარგარეტ ჩანი ჩრდილოეთ კორეას ეწვია და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა "განვითარებადი ქვეყნებისათვის შესაშურია", ექიმებისა და ექთნების რაოდენობა საკმარისია. ამასთან, სკეპტიკოსი დამკვირვებლები ამტკიცებენ, ისეთი სპეციალურ წარმომადგენლობებს, როგორებიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო, არ სურთ გააკრიტიკონ ჩრდილოეთ კორეაში არსებული ვითარება იქ მათი საქმიანობის შეწყვეტის რისკის გამო.  Amnesty International– ის გზავნილი კიდევ უფრო ეწინააღმდეგება მარგარეტ ჩანის შეტყობინებებს. ამ მოხსენებას საფუძვლად დაედო ინტერვიუები ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა და  უცხოელი ჯანდაცვის მუშაკების , რომლებიც მუშაობდნენ ჩრდილოეთ კორეაში. ამასთან,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  გააკრიტიკა Amnesty International– ის ანგარიში  უწოდა რა მას  „არამეცნიერული და მოძველებული“.[2][3][4]

ზოგადად, Amnesty International– ის თანახმად,  ჩრდილოეთ კორეაში  ჯანდაცვის მთელი სისტემა სრულად ფინანსდება მთავრობის მიერ, სამედიცინო აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია. არ ხდება წყლისა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდება.აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნაკლებობა ნიშნავს, რომ მრავალი ოპერაცია ტარდება ანესთეზიის გარეშე.

მედიკამენტები და ავადმყოფების მკურნალობა

რედაქტირება

Amnesty International– ის თანახმად,  ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ყველაზე ნაკლებს  ჯანდაცვაზე ხარჯავს —1 აშშ დოლარი ერთ ადამიანზე.

პაციენტები ძირითად სამედიცინო კონსულტაციების სანაცვლოდ  ჩვეულებრივ ექიმთან სიგარეტი, ალკოჰოლი და საკვები მიაქვთ, ხოლო გამოკვლევებსა და ოპერაციებში ფულს იხდიან,  რის გამოც ჩრდილოეთ კორეელების უმეტესობა ექიმთან არ მიდის. ამის ნაცვლად, ისინი მიდიან აფთიაქში და ყიდულობენ მედიკამენტებსა და ტკივილგამაყუჩებლებს, თუმცა ეს პოტენციურად საშიშია. ტუბერკულოზი გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკაში საკვები პროდუქტების გამო. ჩრდილოეთ კორეელთა უმეტესობას არ შეუძლია გადაიხადოს მკურნალობის საფასური. ჩრდილოეთ კორეის ჯანმრთელობის დაცვის სისტემას არ შეუძლია სტერილური ნემსების, სუფთა წყლის, საკვებისა და მედიკამენტების მოწოდება. საავადმყოფოების უმეტესობა მუშაობს ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე. მედიკამენტები საავადმყოფოების სათავსოებში  დიდხანს არ რჩება, რადგან სამედიცინო პერსონალი მათ შავ ბაზარზე  ყიდის. [5][6]

შიმშილი და სიღარიბე

რედაქტირება

ჩრდილოეთ კორეაში არის პრობლემები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს მისი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე. მაგალითად, 2000 წელს მოსახლეობის მხოლოდ 60% -ს ჰქონდა კარგი სანიტარული პირობები. გასული საუკუნის 90-იან წლებში ქვეყანაში მასიური შიმშილობა მძვინვარებდა, რამაც, სხვადასხვა შეფასებით, 500 000-დან 3 000 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. Amnesty International განცხადებით ეს გამოწვეულიიყო ცუდი კლიმატური პირობებით, არასაკმარისი სასუქითა და საერთაშორისო სასურსათო დახმარების შემცირებით.  2008 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ კორეელი რესპონდენტების სამი მეოთხედი ქრონიკულად ცუდად იკვებებოდა.  ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი ფედერალური განყოფილების მონაცემების თანახმად, უკიდურესი სიღარიბე შიმშილის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს, რომელთანაც ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას უწევს გამკლავება. მოსახლეობის 27% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხოლო საარსებო მინიმუმი დღეში 1 აშშ დოლარზე ნაკლებია. საკვების უკმარისობა მრავალი დაავადების მიზეზია, რაც გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდის 2009 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ  ჩრდილოეთ კორეა შედის 18 ქვეყნის სიაში, სადაც 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ხანდაზრდის შეფერხება (ზომიერიდან მწვავე) ძალიან გავრცელებულია.  ამჟამად კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას აქვს ტუბერკულოზის ეპიდემიასთან დაკავშირებულ პრობლემები, რომელითაც დაავადებულია  ქვეყნის მოსახლეობის 5% . ეს ასევე არის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კვების რაციონის სრული გაუარესების, ასევე უნივერსალური სამედიცინო მომსახურების ხარისხის შემცირების ნიშანი.[7] [8]

სიცოცხლის ხანგრძლივობა

რედაქტირება

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩრდილოეთ კორეაში  71.69 წელია (2016 წლის მონაცემებით). 2009 წელს სქესის მიხედვით სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 72.8 წელი ქალებისთვის და 64.9 წელი მამაკაცებისთვის.[9]

პერიოდი სიცოცხლის ხანგრძლივობის

ასაკი

პერიოდი სიცოცხლის ხანგრძლივობის

ასაკი

1950–1955 37.6 1985–1990 68.6
1955–1960 49.9 1990–1995 70.0
1960–1965 51.6 1995–2000 63.5
1965–1970 57.2 2000–2005 68.1
1970–1975 61.7 2005–2010 68.4
1975–1980 65.0 2010–2015 70.8
1980–1985 67.1

წყარო: გაეროს მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები [10]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lankov, Andrei (2015). The Real North Korea: Life and Politics in the Failed Stalinist Utopia. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-939003-8.
  • Toimela, Markku; Aalto, Kaj (2017). Salakahvilla Pohjois-Koreassa: Markku Toimelan jännittävä tie Pohjois-Korean luottomieheksi (in Finnish). Jyväskylä: Docendo. ISBN 978-952-291-369-2.
  1. "World Opinion 2010 ‘North Korea’s ‘horrifying’ health care system’, The Week, viewed 6 September 2010
  2. "News Asia-Pacific 2010 ‘Aid agencies row over North Korea health care system’, BBC News, viewed 6 September 2010, <http://www.bbc.co.uk/news/world-asia-pacific-10665964>
  3. Aid agencies row over North Korea health care system, BBC News (10 July 2010).
  4. "WHO country cooperation strategy: Democratic People's Republic of Korea 2009–2013. 2009" (PDF). World Health Organization.
  5. http://articles.latimes.com/2010/jul/16/world/la-fg-north-korea-health-20100716>
  6. http://theweek.com/article/index/205123/north-koreas-horrifying-health-care-system>[1]
  7. "World Health Organisation 2010 ‘Democratic People’s Republic of Korea: health profile’, World Health Organisation, viewed 6 September 2010
  8. Library of Congress — Federal Research Division 2007 ‘Country Profile: North Korea’, Library of Congress — Federal Research Division, viewed 6 September 2010, <http://lcweb2.loc.gov/frd/cs/profiles/North_Korea.pdf>
  9. "Life expectancy at birth, total (years). Korea, Dem. People's Rep". World Bank Group. Retrieved 4 September 2018.
  10. "World Population Prospects – Population Division – United Nations". Retrieved 15 July 2017.