ჯანგირ მეშადი რზა-ოღლუ ზეინალოვი (აზერ. Cahangir Zeynalov; დ. 1865, ბაქო — გ. 4 ნოემბერი 1918, ბაქო) — აზერბაიჯანელი მსახიობი. ეროვნული თეატრის ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1885 წელს. ასრულებდა უმთავრესად კომედიურ და სახასიათო როლებს. ზეინალოვის ხელოვნებას ახასიათებდა ფსიქოლოგიური სიმართლე და გულწრფელობა. შესრულებული აქვს როლები: ჰაჯი ყარა, ვეზირი, მოლა იბრაჰიმ ჰალილი (ახუნდოვის „ჰაჯი ყარა“, „ლენქორანის ხანის ვეზირი“, „მოლა იბრაჰიმ ჰალილი“), ჰაჯი სამედი (ახვერდოვის „უბედური ჭაბუკი“), გოროდნიჩი („გოგოლის რევიზორი“), მოხუცი მოორი (შილერის „ყაჩაღები“) და სხვა. მისი მოწაფეები იყვნენ ჰ. არაბლინსკი, მ. ალიევი და სხვა.

ჯანგირ ზეინალოვი

ჯანგირ ზეინალოვი
დაბადების სახელი ჯანგირ მეშადი რზა-ოღლუ ზეინალოვი
დაბადების თარიღი 1865
ბაქო, აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 4 ნოემბერი 1918
ბაქო, აზერბაიჯანი
საქმიანობა მსახიობი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 503.
  • Джафаров Дж., Азербайджанский драматический театр им. М. Азизбекова, М., 1951.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება