ჯალუს ოაზისი
ჯალუს ოაზისი (არაბ. جالو) — ოაზისი აღმოსავლეთ ლიბიაში, კირენაიკის ტერიტორიაზე. მდებარეობს ლიბიის უდაბნოს ჩრდილოეთ ნაწილში. სიგრძე 19 კმ, სიგანე 11 კმ.[1] 1983-1988 წლებში იყო ჯალუს რაიონის მთავარი პუნქტი. 2007 წლიდან შედის ელ-ვახატის რაიონის შემადგენლობაში. დასახლებულია ბერბერებით. წყაროები მეტად მარილიანია. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს იყო სტრატეგიული ადგილი.[2] ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს აუჯილურ ენაზე. სიახლოვეს გაშენებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რომელთაგან უდიდესია ჯალუ.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ჯალუს ოაზისი არაბ. واحة جالو | |
ქვეყანა | ლიბია |
კოორდინატები | 29°01′00″ ჩ. გ. 21°32′00″ ა. გ. / 29.01667° ჩ. გ. 21.53333° ა. გ. |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Reclus, Elisee (1888) Africa: History, Geography, and People: Volume II North-West Africa Appleton, New York, page 25
- ↑ Molinari, Andrea (2006) Desert Raiders: Axis and Allied Special Forces 1940-43 Osprey, Oxford, England, page 74 დაარქივებული 2012-11-14 საიტზე Wayback Machine. , ISBN 978-1-84603-006-2