ჯაკომო დელა პორტა
ჯაკომო დელა პორტა (იტალ. Giacomo della Porta; დ. 1533, პორლეცა — გ. 1602, რომი) — იტალიელი[8] არქიტექტორი და მოქანდაკე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მანიერიზმის. იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძირითადად რომში.
ჯაკომო დელა პორტა | |
---|---|
დაიბადა | 1532[1] [2] |
დაბადების ადგილი | პორლეცა |
გარდაიცვალა | 3 სექტემბერი, 1602[3] [4] [5] [6] [7] |
გარდაცვალების ადგილი | რომი[2] [7] |
მის მიერ შექმნილი საკვანძო ნაგებობებია: რომში შექმნილი მიქელანჯელოს წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათის მშენებლობა, ილ ჯეზუს ეკლესიის ფასადი, სანტა მარია დეი მონტის ეკლესია, ვილა ალდობრანდინის ფრასკატში და ა.შ.
ბიოგრაფია და შემოქმედება
რედაქტირებაცნობილია, რომ ჯაკომო დელა პორტა დაიბადა ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ პორლეცაში, სწავლობდა მიქელანჯელოსა და ვინიოლასთან, რომელიც ძირითადად რომში აშენებდა. მიქელანჯელოს გარდაცვალების შემდეგ, 1564 წელს, ვინიოლასთან ერთად მუშაობდა რომში და დაასრულა წმინდა პეტრეს ტაძრის მთავარი გუმბათის მშენებლობა, რამაც ცვლილებები შეიტანა მიქელანჯელოს პროექტში. ჯაკომო დელა პორტამ გარე კონსტრუქცია აამაღლა, უფრო ელიფსური გახადა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა ტაძრის საერთო სილუეტი.1575 წელს ჯაკომომ დაასრულა ილ ჯეზუს ეკლესია და დააპროექტა მისი ფასადი, რომელიც ნიმუშად იყო მსოფლიოს მრავალ ბაროკოს ხანის ეკლესიებისთვის. 1590-იან წლებში მონაწილეობა მიიღო მიქელანჯელოს მიერ დაწყებულ კაპიტოლის მოედნის ანსამბლის მშენებლობაში, მათ შორის კონსერვატორთა ახალი სასახლის მშენებლობაში.
ოსტატმა დამოუკიდებლად ააგო მრავალი საერო და საეკლესიო ნაგებობა, რამდენიმე რომაული შადრევანი, საპიენცას უნივერსიტეტის შენობა რომში, აგრეთვე ვილა ალდობრანდინი ფრასკატში და სანტა მარიას სოპრა მინერას რომაული ბაზილიკის სამლოცველო, რომლის მშენებლობაც შეაჩერა მისმა გარდაცვალებამ 1602 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Katherine Rinne, "Fluid Precision: Giacomo della Porta and the Acqua Vergine fountains of Rome", in Landscapes of Memory and Experience, ed. Jan Birksted (London, 2000), 183-201.
- Katherine W. Rinne, "Between Precedent and Experiment: the Restoration of the Acqua Vergine (1560-1570)", in L. Roberts, S. Schaffer and P. Dear (eds.), The mindful hand: inquiry and invention from the late Renaissance to early industrialisation (Edita/University of Chicago Press: 2007), 95-115.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ RKDartists
- ↑ 2.0 2.1 Czech National Authority Database
- ↑ Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ RKDartists
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Anselmi A. Porta, Giacomo della // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T068787
- ↑ 7.0 7.1 Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ "Giacomo della Porta." Encyclopædia Britannica. Web. 18 Jun. 2011.