ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან

(გადამისამართდა გვერდიდან ჯადოქრები ვეივერლი პლეისიდან)


ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან (ინგლ. Wizards of Waverly Place) — კომედიური ჟანრის სერიალი. შექმნილი ტოდ ჯეი გრინვოლდის მიერ 2007 წელს. ფილმის პრემიერა 2007 წლის 12 ოქტომბერს შედგა დისნეის ტელევიზიის ეთერში. ფენტეზის ჟანრის ამ სერიალში მთავარ როლს სელენა გომესი თამაშობს. სერიალის გმირების მონაწილეობით 2009 წელს გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან კინოში.

ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან

სერიალის ლოგო
ავტორი ტოდ ჯეი გრინვოლდი
სცენარი პერი მ. რეინი
ტოდ ჯეი გრინვოლდი
ვინს ჩუნგი და სხვ.
რეჟისორი ვიქტორ გონზალესი
რობერტ ბერლინგერი
ბობ კოერი და სხვ.
მონაწილეობენ სელენა გომესი
დევიდ ჰენრი
ჯეიკ ტი ოსტინი
ჯენიფერ სტოუნი
მარია კენელს-ბარერა
დევიდ დელუისი
ქვეყანა აშშ
სეზონი 4
ეპიზოდი 106
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი პიტერ მარეტა
ტოდ ჯეი გრინვოლდი
ბენ მონტანიო და სხვ.
ხანგრძლივობა 22-23 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი Disney Channel
ეთერში 12 ოქტომბერი 20076 იანვარი 2012
რესურსები ინტერნეტში
[ოფიციალური საიტი საიტი]

ტიპური ამერიკული ოჯახი ნიუ იორკიდან რომელიც კარგად გაცნობის შემდეგ არც ისეთი ჩვეულებრივი აღმოჩნდება. ჯერი (დევიდ დელუისი) და ტერეზა (მარია კენელს-ბარერა) — სამი მოზარდის მშობლები არიან რომლებიც ტრადიციულად დადიან სკოლაში, აქვთ სასიყვარულო ურთიერთობები და ა.შ. თუმცა სხვა მოსწავლეებისაგან ისინი ძალიან განსხვავდებიან — ალექსი (სელენა გომესი), ჯასტინი (დევიდ ჰენრი) და მაქსი (ჯეიკ ტი ოსტინი) ჯადოქრები არიან!

დროის უკან დაბრუნება, მფრინავი ხალიჩის მართვა — ამ დავალებების შესრულების ძალა ყველას როდი შესწევს. ალექსი არაგონივრულად გამოყენებული მაგიისათვის ხშირად ხვდება კურიოზულ სიტოაციებში, ხოლო მისი უფროსი ძმა ჯასტინი, პირიქით, ზედმიწევნით სწავლობს მაგიის გამოყენების წესებს, მისი ბევრ ჯადოქარს შეიძლება შურდეს კიდეც. თავის ძმისაგან განსხვავებით მაქსი, ყველაზე უმცროსი წევრია რუსოების ოჯახში.

ასეთი ცხოვრების წესის მიუხედავად რუსოები ახერხებენ მშვიდად განაგრძოს არსებობა, თუმცა კიდევ არის ერთი რამ. ოჯახის სამი არასრულწლოვანი წევრისაგან მხოლოდ ერთს შერჩება მაგიური ძალა როდესაც 18 წელი შეუსრულდება.

 
მარცხნიდან მარჯვნივ: ტერეზა, ჯერი, მაქსი, ალექსი, ჯასტინი და ჰარპერი.

ეპიზოდები

რედაქტირება
სეზონი ეპიზოდების რაოდენობა
სეზონის დასაწყისი სეზონის დასასრული
1 21 12 ოქტომბერი, 2007 31 აგვისტო 2008
2 30 12 სექტემბერი 2008 21 აგვისტო 2009
ფილმი 28 აგვისტო 2009
3 28 9 ოქტომბერი 2009 15 ოქრომბერი 2010
4 27 12 ნოემბერი 2010 6 იანვარი 2012[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Wizards of Waverly Place Special One Hour Episode. Disney Channel Media Net. ციტირების თარიღი: November 19, 2011.[მკვდარი ბმული]