ჯადოს პლატო (ფრანგ. Plateau du Djado) — პლატო საჰარის უდაბნოში, ნიგერის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

ჯადოს პლატო
კოორდინატები: 22°13′ ჩ. გ. 12°27′ ა. გ. / 22.217° ჩ. გ. 12.450° ა. გ. / 22.217; 12.450
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
სიმაღლე 1042 
ჯადოს პლატო — ნიგერი
ჯადოს პლატო

მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1042 მეტრზე მდებარეობს. ცნობილია გამოქვაბულებში კლდეზე მხატვრობით (უფრო ხშირად საკმაოდ ადრე გაუჩინარებული ძუძუმწოვრების გამოსახულებები). დღეისათვის მთიანეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაუსახლებელია, არსებობს მიტოვებული დასახლებული პუნქტები და ფორტები, კერძოდ ქალაქ ჯადოს ნანგრევები. მთიანეთის ტერიტორიაზე მდებარეობს კომუნა ჯადო.

მთიანეთი დაფარულია უდაბნოთი, სადაც მხოლოდ წვიმიანი სეზონის ხანმოკლე პერიოდში ხარობენ ბალახოვანი მცენარეები.

ჯადოს პლატო და ჯადის ციხე-სიმაგრე 2006 წლის 26 მაისს შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების წინასწარ სიაში[1].

2014 წელს მთიანეთში აღმოჩენილი იქნა ოქროს ორი საბადო[2].

  1. Plateau et Fortin du Djado. UNESCO. ციტირების თარიღი: 2013-10-09.
  2. New Gold Mines Being Developed in Niger, Africa. Rare Gold Nuggets (10 December 2015). ციტირების თარიღი: 2016-02-28.