ხცისის ქვაყუთი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ხცისის ქვაყუთი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისიდან 500 მეტრზე, ადგილ ვარცლებში. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. აღმოაჩინეს 1946 წელს შემთხვევით, მიწის სამუშაოების დროს. ქვაყუთი შედგენილია კარგად გათლილი ფილაქვებისაგან. მიცვალებული ესვენა გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ. სამარხული ინვენტარი დაკარგულია.

ლიტერატურა

რედაქტირება