ხურთისის კვირეძლის ხატი

ხურთისის კვირეძლის ხატი — საკულტო ძეგლი, დგას სოფელ ხურთისის ჩრდილო-დასავლეთით, კლდის ძირში. ნაგებობა ოთხკუთხა პრიზმის ფორმის მასიური ნაგებობაა. ნაშენია ფიქლითაა და მოწითალო ფერის ქვით. წყობა მშრალია. მთავარი ფასადი სამხრეთ აღმოსავლეთითაა. ამავე კედელშია მოწყობილი ოთხკუთხა ღრმა თახჩა. მის ზემოთ წყობაში ჩამაგრებულია რკინის ჯოხი რომელზეც ორი ზარია ჩამოკიდებული. აქვეა ჩატანებული ქვაში გამოკვეთილი ჯვარიც. ხატს სამი მხარე შეთეთრებული აქვს. ხატი აქ მცხოვრები ყველა გვარის სალოცავია. დღეობა იმართება აღდგომის მესამე კვირას. კვირეძალს ავედრებენ ბავშვებს და პატარძალს. საკლავს კლავს მხოლოდ ის ვისაც ბავშვი ჰყავს ავად. მიაქვთ გატეხილი ქადა და სასმელი. ხატს აქვს საყანე მიწა, რომელსაც მორიგეობით ამუშავებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება