ხუვხოიტუნი (რუს. Хувхойтун) — ჩამქრალი ვულკანი რუსეთში, კამჩატკის მხარეში. მდებარეობს კამჩატკის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, შუა ქედზე, მდინარე მარჯვენა ნაჩიკის სათავეებში. წარმოადგენს შუა ქედის ერთ-ერთ უმაღლეს ვულკანს. სიმაღლე 2618,9 მ. ფარისებრი ვულკანია. მისი საფუძველის დიამეტრია დაახლოებით 16 კმ. ვულკანის დასავლეთი ნაწილი დიდწილად გადაფარულია ნოვოგრაბლენოვისა და ატლასოვის ვულკანების ლავური ღვარებით. ვულკანის ხილვადი ნაწილის ფართობია დაახლოებით 80 კმ². ამოფრქვეული მასალის მოცულობაა 60 კმ³.[1]

ხუვხოიტუნი
კოორდინატები: 57°55′ ჩ. გ. 160°41′ ა. გ. / 57.917° ჩ. გ. 160.683° ა. გ. / 57.917; 160.683
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 2618,9 
შეფარდებითი სიმაღლე 2000 
ქედი შუა ქედი
ტიპი ფარისებრი ვულკანი
ხუვხოიტუნი — რუსეთი
ხუვხოიტუნი
ხუვხოიტუნი — კამჩატკის მხარე
ხუვხოიტუნი

ხუვხოიტუნის ფარისებრი ნაგებობა ჩამოყალიბდა ადრე და გვიანდელ პლეისტოცენში.[2] ვულკანური ნაგებობის ფორმა ტიპურია, დამახასიათებელია რამდენადმე ეროზირებული კონუსი. ფერდობების დახრის კუთხე აღწევს 25–30°-ს. კალთების ღრმა ეროზიულობა შეინიშნება არა მხოლოდ ვულკანის ძირში, არამედ მისი მწვერვალის ნაწილშიც. როგორც წესი, ნიშანდობლივია მცირე ტროგული ხეობები, მყინვარული კარები და სხვა.[1]

ნაგებობის უმაღლესი ნაწილი აგრეთვე ძლიერაა ეროზირებული და წარმოადგენს ვიწრო კლდოვან თხემს. ვულკანური ნაგებობა აგებულია ლავური ნაკადების დანაშრევებითა და პიროკლასტური მასალებით. ლავურ ღვარებს აქვს სხვადასხვა სიმძლავრე — 1–2 მ-იდან ათეულ მ-მდე და წარმოდგენილია ანდეზიტებით, ანდეზიტ-ბაზალტებითა და იშვიათ შემთხვევებში ბაზალტებით. ვულკანის ფერდობის ზოგიერთ ადგილას შეინიშნება ბაზალტური შედგენილობის დაიკები. ხუვხოიტუნის ასაკია ზედამეოთხეული.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Вулкан Хувхойтун (гора Хувхойтун). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-02. ციტირების თარიღი: 2019-08-02.
  2. Апродов В.А. Вулканы. — Москва: "Мысль", 1982. — С. 37. — 367 с.