ხუანგშანი
ხუანგშანი (ჩინ.: 黃山, ყვითელი მთა[1]) — მთათა სისტემა აღმოსავლეთ ჩინეთში, ანხუეის პროვინციის სამხრეთ ნაწილში. გამოირჩევა თავის პეიზაჟებით, განსაკუთრებულად გამოკვეთილი გრანიტის მწვერვალებით, ხუანშანის ფიჭვის ხეებით.[2] ხშირად ხუანშანი ტრადიციული ჩინური მხატვრობისა და ლიტერატურის შთაგონების წყაროა, ისევე როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიის. დღეს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
ხუანგშანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | ii, vii, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 30°07′00″ ჩ. გ. 118°10′00″ ა. გ. / 30.11667° ჩ. გ. 118.16667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1990 (მე-14 სესია) |
ნომერი | 547 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 547 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მთათა სისტემა მრავალ მწვერვალს მოიცავს, ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 1000 მეტრია ზღვის დონიდან.[3] მსოფლიო მემკვიდრეობის ზონაში მოქცეულია 154 კმ² ტერიტორია, 142 კმ² კი ბუფერულ ზონას წარმოადგენს. ეს მთები მეზოზოურ ერაში, 100 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა.
ცინის დინასტიის ზეობისას, მთების სახელი იშანი იყო, თანამედროვე სახელი მას 747 წელს პოეტმა ლი ბომ უწოდა.
რეგიონის მცენარეულობა დამოკიდებულია სიმაღლეზე. 1100 მეტრის დაბლა გავრცელებულია ზომიერი ტყეები, 1800 მეტრამდე - ფოთოლმცვივანი ტყეები, მის მაღლა კი ალპური ვეგეტაცია, რომელიც ძირითადად ფიჭვისა და დაბალი მცენარეულობისგან შედგება.
ხუანგშანი მწვერვალები ხშირად ღრუბლების მაღლა ექცევიან და და წარმოქმნიან სანახაობრივ ფენომენს, ე.წ ღრუბლების ზღვას, რომელიც უზომოდ შთამბეჭდავია და უამრავ ტურისტს იზიდავს.
გალერეა
რედაქტირება
|
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხუანშანის მიმოხილვა
- ხუანშანის მთების ტურისტული გზამკვლევი დაარქივებული 2008-12-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bernstein, pp. 125–127.
- ↑ Mount Huangshan. China.org.cn (1990). ციტირების თარიღი: 2008-10-08.
- ↑ Huangshan Mountain. Huangshan Tour. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-03. ციტირების თარიღი: 2008-08-05.