ხსოვნის დღე (აზერბაიჯანი)

ხსოვნის დღე (აზერ. Azərbaycanda Anım Günü) — სამახსოვრო თარიღი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რომელიც აღინიშნება 2020 წლის 27 სექტემბერს, ყარაბაღის მეორე ომის დაწყების დღეს[1].

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ვიცე პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა ხსოვნის დღის მსვლელობისას, 2021 წლის 27 სექტემბერი

2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში, რომელიც გაგრძელდა იმავე წლის 10 ნოემბრამდე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას 2020 წლის 10 ნოემბერს[2]. ბრძოლების დროს აზერბაიჯანის არმიის კონტროლის ქვეშ მოექცა 5 ქალაქი (ჯებრაილი, ფუზული, ზანგილანი, გუბადლი, შუშა), 4 დაბა და 240 სოფელი; აღდგა კონტროლი აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე[3]. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანს უნდა მიეცეს პირდაპირი სახმელეთო წვდომა ნახიჩევანის ანკლავზე დერეფნით  სომხეთის გავლით. გარდა ამისა, 2020 წლის 15 ნოემბრისთვის ქალბაჯარის რაიონი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ უნდა დაბრუნებულიყო (მოგვიანებით, სომხური მხარის მოთხოვნით, აზერბაიჯანი დათანხმდა ვადის გაგრძელებას 25 ნოემბრამდე), აღდამის რაიონი - 2020 წლის 20 ნოემბრამდე, ლაჩინის რეგიონი - 2020 წლის 1 დეკემბრამდე[4]. სამივე ტერიტორია აზერბაიჯანს დაუბრუნდა 2020 წლის 1-ლი დეკემბრისთვის.

2020 წლის 2 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ხსოვნის დღის დაწესების შესახებ, რომლის თანახმად, 27 სექტემბერი ყოველწლიურად აღინიშნება აზერბაიჯანში, როგორც ხსოვნის დღე[5].