ხრისტინა სოლოვიი

უკრაინელი მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსი.

ხრისტინა ივანოვნა სოლოვიი (უკრ. Христина Іванівна Соловій, დ.17 იანვარი, 1993, დროგობიჩი, ლვოვის ოლქი, უკრაინა) — უკრაინელი მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსი. მას წარმატება სადებიუტო ალბომმა მოუტანა, რომელმაც ოც მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა YouTube-ზე და ყველაზე პოპულარულ უკრაინულენოვან მუსიკალური ვიდეოების სიაში შევიდა. 2016 წელს ის ნომინაციაში „კულტურა და მუსიკა“ YUNA-2016-ის გამარჯვებულიც გახდა. ის იყო პირველი, ვის პროდიუსირებასაც სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მოჰკიდა ხელი.

ხრისტინა სოლოვიი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 იანვარი, 1993(1993-01-17) (31 წლის)
დაბ. ადგილი დროგობიჩი
ხრისტინა სოლოვიი ვიკისაწყობში

ბავშვობა

რედაქტირება

ხრისტინა ივანოვნა სოლოვიი დაიბადა 1993 წლის 17 იანვარს ქალაქ დროგობიჩში, ლვოვის ოლქში, გუნდის დირიჟორების ოჯახში, რომლებიც ერთმანეთს ნიკოლაი ლისენკოს სახელობის ლვოვის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში შეხვდნენ.

მომღერლის დედა დროგობიჩის მუსიკალური სკოლის უფროს კლასებში გუნდს შეასწავლის. მამა იყო დროგობიჩის საკრებულოს კულტურის განყოფილების საჯარო მოხელე. ბებია, ოლგა ევგენიევნა სკრობალო, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ბანდურისტების ანსამბლის ხელმძღვანელად, შვილიშვილების დაბადების შემდეგ კი პენსიაზე გავიდა.

თერთმეტი წლის ასაკში ხრისტინამ გაიგო, რომ მისი წარმომავლობის მეოთხედი რუსინებს უკავშირდებოდა, ამასთანავე მან მოისმინა ანჩკა ჩებერენჩიკის შესრულებით სიმღერა „ღრუბლის ქვეშ“ და აღნიშნულმა დიდი გალენა მოახდინა მის შემდგომ მუსიკალურ გემოვნებასა და მსოფლმხედველობაზე.[1]

მან დაამთავრა მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს განხრით. ოჯახთან ერთად ლვოვში გადასვლის შემდეგ, სამი წელი მღეროდა გუნდში „ლემკოვინა“, რომელშიც წევრთა ასაკობრივი დიაპაზონი 50-80 წელი იყო, ხოლო ხრისტინა 17 წლის. ამან დიდი გავლენა იქონია მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე.

მუსიკალური კარიერა

რედაქტირება

სატელევიზიო დებიუტი

რედაქტირება

2013 წელს სოლოვიიმ სატელევიზიო სიმღერის კონკურსში „უკრაინის ხმა-2013“ შეასრულა რუსინების სიმღერა „Горе долом ходжу“, რის შემდეგაც იგი შეუერთდა პროდიუსერ სვიატოსლავ ვაკარჩუკის გუნდს. ოცი წლის გოგონამ განაცხადა, რომ არასდროს იმღერებდა რუსული ესტრადის სიმღერებს და თუ მას აირჩევდნენ ტინა კაროლი და ალექსანდ პონომარიოვი, ის კონკურსს დატოვებდა.

ქრისტინა ძირითადად ტრადიციულ კომპოზიციებს მღეროდა და კონკურსში ნახევარფინალამდე მონაწილეობდა.

ალბომები

რედაქტირება

2015 წლის 22 სექტემბერს, ფესტივალზე GogolFest, ხრისტინა გამოვიდა სადებიუტო ალბომით „ჟივა ვოდა“, რომელიც შედგებოდა თორმეტი სიმღერისაგან, რომელთაგან ორი - „ტრიმაი“ და „ცისფერი სიმღერა“ — დაწერა თავად მომღერალმა; ხოლო დანარჩენი ათი — უკრაინული ხალხური, სვიატოსლავ ვაკარჩუკთან საავტორო ადაპტაციით. სიმღერამ „ტრიმაი“ რამდენიმე დღეში YouTube-ზე მილიონი ნახვა დააგროვა.

ალბომი შევიდა 2015 წლის ტოპ-10 საუკეთესო ალბომებში და ტოპ-12 2015 წლის საუკეთესო უკრაინულ ალბომებში.[2]

ალბომის ჩაწერა შედგა კიევში, სტუდია „ზვუკოცეში“. ალბომის ხმის პროდიუსერები იყვნენ მილოშ იელიჩი და სვიატოსლავ ვაკარჩუკი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. На живой воде. Как Христина Соловий отозвалась на зов предков (19 დეკემბერი 2017). ციტირების თარიღი: 2 მარტი 2022
  2. учшие украинские альбомы 2015 года (05 იანვარი 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 7 მარტი 2022