ბანდურა (პოლ. bandura < ბერძ. pandura — „სამსიმიანი საკრავი“) — უკრაინული საბწკენი მრავალსიმიანი საკრავი. ცნობილია XVI საუკუნიდან. ბანდურას აქვს მრგვალი ან მსხლისებრი ფორმის ტანი და მოკლე ყელი, რომელზეც დაჭიმულია ბანის (სააკომპანემენტო) სიმები, ხოლო ტანის გვერდით დეკაზე სიმები, რომლებითაც ასრულებენ მელოდიას. დაკვრისას სიმებს არ ამოკლებენ ჟღერადობის გასაძლიერებლად, ხშირად ხმარობენ სპეციალურ პლექტრს. ბანდურის აკომპანემენტზე მღეროდნენ ბანდურისტები, კობზარები. თანამედროვე ბანდურა გაუმჯობესებულია. შექმნილია ბანდურის საორკესტრო ნაირსახეობანი. ჩამოყალიბდა ბანდურისტთა კაპელები.

ლიტერატურა

რედაქტირება