ხოფცის თეთრი გიორგის ეკლესია

ხოფცის თეთრი გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფცის ჩრდილო-დასავლეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. დარბაზულია (5,3 x 3,7 მეტრი), ნაგები ყოფილა ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. თითქმის მთლიანად დანგრეულია, კედლები მხოლოდ 0,5-0,8 მეტრი სიმაღლეზეა შემორჩენილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, დასავლეთ კედელში შესასვლელის კვალი ჩანს. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია (ამჟამად ნანგრევებად ქცეული) წრიული გალავანი (დიამეტრი 14 მეტრი), რომელზეც გარედან სწორკუთხა კოშკი იყო მიდგმული. კოშკი მთლიანად დანგრეულია და მისი ზომების დადგენა არ ხერხდება.

ლიტერატურა

რედაქტირება