ხოსე ხოაკინ დე ოლმედო

ხოსე ხოაკინ დე ოლმედო ი მარური (ესპ. José Joaquín de Olmedo y Maruri; დ. 20 მარტი, 1780, გუაიაკილი, ეკვადორი — გ. 19 თებერვალი, 1847, გუაიაკილი, ეკვადორი) — ეკვადორელი პოეტი და პოლიტიკოსი. ეკვადორის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე 1845 წლის 6 მარტიდან 8 დეკემბრამდე.

ხოსე ხოაკინ დე ოლმედო
ხოსე ხოაკინ დე ოლმედო
ეკვადორის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 მარტი, 1845 – 8 დეკემბერი, 1845

ეკვადორის პრეზიდენტის მ/შ
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აგვისტო, 1830 – 11 სექტემბერი, 1830

დაბადებული20 მარტი, 1780
გუაიაკილი, ეკვადორი
გარდაცვლილი19 თებერვალი, 1847
გუაიაკილი, ეკვადორი
მეუღლეანა მარია მარური

ბიოგრაფია

რედაქტირება

ხოსე ხოაკინ დე ოლმედო სწავლობდა პერუში. ახალგაზრდობაში წერდა ლექსებს. მას ეკუთვნის ლირიკულ-ეპიკური ნაწარმოები „გამარჯვება ხუნინთან“.

აქტიურად მონაწილეობდა ეკვადორის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1820 წელს გამოაცხადა გუაიაკილის თავისუფალი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და გახდა მისი ერთადერთი პრეზიდენტი. მომდევნო პერიოდში ეს ტერიტორია დიდი კოლუმბიის შემადგენლობაში შევიდა.

1830-1831 წლებში ეკავა ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 1845 წელს ხუან ხოსე ფლორესის დამხობის შემდეგ გახდა დროებითი მთავრობის თავმჯდომარე. თანამდებობა დატოვა ამავე წლის 8 დეკემბერს და უფლებამოსილება გადააბარა ვისენტე რამონ როკას.

მის პატივსაცემად ქალაქ რიობამბის საფეხბურთო კლუბს ეწოდება მისი სახელი. აღნიშნული კლუბი 2000 წელს ეკვადორის ჩემპიონი გახდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება