ხუან ხოსე ფლორეს ი არამბურუ (ესპ. Juan José Flores y Aramburu; დ. 19 ივლისი, 1800, პუერტო-კაბელიო, ვენესუელა — გ. 1 ოქტომბერი, 1864, პუნა, ეკვადორი) — ვენესუელის სამხედრო მოღვაწე. ეკვადორის პრეზიდენტი 1830-1834 და 1839-1845 წლებში. მას ხშირად მოიხსენიებენ „რესპუბლიკის დამაარსებლის“ სახელით.

ხუან ხოსე ფლორესი
ხუან ხოსე ფლორესი
ეკვადორის უზენაესი მმართველი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 მაისი, 1830 – 14 აგვისტო, 1830

ეკვადორის პრეზიდენტის მ/შ
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აგვისტო, 1830 – 11 სექტემბერი, 1830

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 სექტემბერი, 1830 – 10 სექტემბერი, 1834
მემკვიდრევისენტე როკაფუერტე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 თებერვალი, 1839 – 6 მარტი, 1845
წინამორბედივისენტე როკაფუერტე
მემკვიდრეხოსე ხოაკინ დე ოლმედო

დაბადებული19 ივლისი, 1800
პუერტო-კაბელიო, ვენესუელა
გარდაცვლილი1 ოქტომბერი, 1864
პუნა, ეკვადორი
მეუღლემერსედეს ხიხონი

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა 1800 წელს პუერტო-კაბელიოში. 1824 წელს დაქორწინდა მერსედეს ხიხონზე. მათი 12 შვილიდან ერთ-ერთი ანტონიო 1888 წელს გახდა ეკვადორის პრეზიდენტი.

კარიერარედაქტირება

1830 წლის 30 მაისს, როდესაც ეკვადორი გამოეყო დიდ კოლუმბიას, ფლორესი გამოაცხადეს ეკვადორის უზენაეს მმართველად. 14 აგვისტოს გახდა ეკვადორის დროებითი პრეზიდენტი. 22 სექტემბრიდან კი კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტია. 1834 წელს მისი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყო. პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს ვისენტე როკაფუერტე, ხოლო ფლორესი რჩება ჯარების მეთაურად. მეორედ ქვეყნის მეთაურის თანამდებობას იკავებს 1839 წელს. 1845 წლის 6 მარტს ფლორესი დაამხეს, მან დატოვა ქვეყანა და საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. 1859 წელს დაბრუნდა ეკვადორში პრეზიდენტ გაბრიელ გარსია მორენოს მოწვევით, რათა აღედგინა წესრიგი ქაოსით მოცულ ქვეყანაში. მიუხედავად წარმატებისა მისი პოლიტიკური კარიერა დასრულებული იყო. გარდაიცვალა ურემიით 1864 წელს ეკვადორის სანაპიროსთან გემზე.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება