ხოსეპ სამიტიერ ვივალტა (დ. 2 თებერვალი, 1902, ბარსელონა, ესპანეთი — გ. 4 მაისი, 1972, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, მწვრთნელი და სკაუტი. კარიერის მანძილზე თამაშობდა შემდეგ კლუბებში: „ბარსელონა“, „რეალი“, „ნიცა“. მწვრთნელის რანგში მუშაობდა „მადრიდის ატლეტიკოში“, „ნიცასა“ და „ბარსელონაში“.

ხოსეპ სამიტიერი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხოსეპ სამიტიერ ვილალტა
დაბადების
თარიღი
2 თებერვალი, 1902
დაბადების
ადგილი
ბარსელონა, ესპანეთი
გარდაცვალების
თარიღი
4 მაისი, 1972
გარდაცვალების
ადგილი
ბარსელონა, ესპანეთი
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1919-1932 ბარსელონა 454 (333)
1932-1934 რეალი 8 (4)
1936-1939 ნიცა 82 (47)
სულ 544 (384)
ეროვნული ნაკრები
1920-1931 ესპანეთი 21 (2)
სამწვრთნელო კარიერა
1936 ატლეტიკო
1942 ნიცა
1944-1947 ბარსელონა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

„ბარსელონაში“ თამაშისას მან 333 გოლის გატანა მოახერხა. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მესამეა პაულინო ალკანტარასა (369 გოლი) და ლიონელ მესის (436 გოლი) შემდეგ. ის ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მისი სტილიდან გამომდინარე ფანებმა სამიტიერს ჯადოქარი (El Mag) შეარქვეს. სკაუტის რანგში ხოსეპ სამიტიერი „ბარსელონას“ ლადისლავ კუბალას შეძენაში დაეხმარა. ასევე მონაწილეობდა ალფრედო დი სტეფანოსთან მოლაპარაკებებში, თუმცა თითქმის გადაწყვეტილი ტრანსფერი ჩაიშალა და არგენტინელი ლეგენდა „მადრიდის რეალში“ ჩაირიცხა, სადაც თავად სამიტიერი მოგვიანებით სკაუტად მუშაობდა.

ტიტულები

რედაქტირება

ფეხბურთელი

რედაქტირება

ბარსელონა

  • ლა ლიგა (1): 1928-1929
  • კოპა დელ რეი (5): 1919-1920; 1921-1922; 1924-1925; 1925-1926; 1927-1928
  • კატალონიის ჩემპიონატი (12): 1918-1919; 1919–1920; 1920–1921; 1921–1922; 1923–1924; 1924–1925; 1925–1926; 1926–1927; 1927–1928; 1929–1930; 1930–1931; 1931–1932

რეალი

  • ლა ლიგა (1): 1932-1933
  • ესპანეთის თასი (1): 1933-1934

ესპანეთის ნაკრები

  • ოლიპიური ვერცხლის მედალი (1): 1920

მწვრთნელი

რედაქტირება

ბარსელონა

  • ლა ლიგა (1): 1944-1945
  • ესპანეთის სუპერთასი (1): 1945