ხოსარის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე, მთის თხემზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,4 x 4 მეტრი), ნაგები ყოფილა რიყის ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდის ნაშთი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება