ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა

ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა, ხორეზმის სსრ ან ხსსრ — საბჭოთა რესპუბლიკა შუა აზიაში 1920-1924 წლებში. დედაქალაქი — ქალაქი ხივა.

ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა
უზბეკ. خارزم شورا سوسیالیست جمهوریاتی

 

19201924  

დროშა გერბი
დედაქალაქი ხივა
ენა უზბეკური, რუსული
რელიგია სუნიტური ისლამი
ფართობი 62 200 კმ²
მოსახლეობა 800 ათასზე მეტი
(უზბეკები, ყარაკალპაკები, თურქმენები, ყაზახები, რუსები, ირანელები და სხვა)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს უზბეკეთის დროშა უზბეკეთი

შეიქმნა 1920 წლის თებერვალში ხივის სახანოში ანტიფეოდალური და ანტიიმპერიალისტური სახალხო რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, წითელი არმიის მხარდაჭერით. ეკავა ყოფილი ხივის სახანოს ტერიტორია. 1923 წლის 20 ოქტომბერს გარდაიქმნა ხორეზმის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. 1924-1925 წლებში, შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკების ეროვნული სახელმწიფოებრივი გამიჯვნის დროს, ხსსრ გაუქმდა.

ლიტერატურა

რედაქტირება