ხორანაშატის მონასტერი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 16 თებერვალი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ხორანაშატის მონასტერი (სომხ. Խորանաշատ վանք) — მონასტერი სომხეთში. მდებარეობს ტავუშის პროვინციის სოფელ ჩინარში.

ხორანაშატის მონასტერი
ხორანაშატის მონასტერი — სომხეთი
ხორანაშატის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტი ტავუშის პროვინცია
ადგილმდებარეობა ჩინარი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათოვანი
თარიღდება 1211-1222
დეტალები

ხორანაშატის მონასტერი XIII საუკუნეში დააარსა ვანაკანმა ჰოვჰანეს ვარდაპეტმა. მონასტრის მთავარი ეკლესია სურბ ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) სახელობისაა. იგი ააშენეს 1211-1222 წლებში. იგი კუპელჰალეს არქიტექტურულ სტილში აგებული, რომელიც დამახასიათებელია შუა საუკუნეების სომხეთისათვის.

მონასტერში გადაწერეს სახარება, რომელშიც შემონახულია „საიდუმლო სერობის“ უნიკალური ვერსია. ამჟამად სახარება ინახება გერმანიის ქალაქ ჰალეში[1]. ცნობილია, რომ 1215-1225 წლებში აქ ცხოვრობდა კირაკოს განძაკეცი. მან მონასტერი 1225 წელს მონღოლთა შემოსევის შემდეგ მიატოვა[2].

თანამედროვე მდგომარეობა

რედაქტირება

სოფელ ჩინარიდან მონასტრამდე მიდის გზა, მაგრამ რადგანაც მონასტერი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს კონფლიქტის პერიოდში მონასტრამდე მისვლა შეუძლებელი იყო. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით 2005 წელს თვით კათოლიკოსმაც ვერ შეძლო მისვლა, რადგან აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს.

მონასტრის კარი ჩაკეტილია, ყოველ 2 მაისს კარები იღება ჩინარის, აიგეძორისა და არწვაბერდის მოსახლეობისათვის და იმართება საღვთო ლიტურგია.