ხორაკერტის ეკლესია
ხორაკერტის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველო-სომხეთის საზღვრის მიმდებარედ.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაჯვარგუმბათოვანი ტაძარი (14,60X9,95 მ), კუპელჰალეს გეგმარებითი კომპოზიციის გადამუშავებით მიღებული ჩაწერილი ჯვრის ტიპის ეკლესიაა. აქ სწორკუთხედში ჩასმულ – დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე დაგრძელებულ ჯვრის სახის ცენტრალურ სივრცეს კუთხეებში არსებული აფსიდიანი, იზოლირებული სამლოცველოები - ხორანები აქვს დამატებული. ეკლესიის ორი კარი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი. ეს უკანასკნელი მაღალია. ყოველ მკლავში თითო დიდი სარკმელია. საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდს ვრცელი ბემა აკრავს და პროფილირებული შემაღლებული არდაბაგი აქვს. გუმბათქვეშა კვადარტის კუთხეები სამ-სამი მრგვალი ნახევარსვეტითაა გაფორმებული. მათ ნახევარწრიული მოხაზულობის თაღები ეყრდნობა. კვადრატიდან წრეზე გარდამავალი კონსტრუქცია აფრაა. გუმბათის ყელის საფუძველზე მდგარ, ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებულ ოცდათექვსმეტწახნაგა სვეტს გუმბათის ათწახნაგა ყელი და კამარა ებჯინება. სვეტებს შორის ღიობები ინტერიერს უხვად ანათებს. გუმბათის ნახევარსფეროს მზიდი კონსტრუქცია ექვსი ურთიერთგადამკვეთი თაღი-ნერვიურითაა გადაყვანილი, რითაც კამარაში ექვსქიმა ვარსკვლავი ისახება. ეკლესიას დასავლეთით მოზრდილი (13,10X13,10 მ) გავითი აქვს მიშენებული. კედლებზე ოთხი მსხვილი ნახევარსვეტებია დარჩენილი. გავითის კედლებზე და დასავლეთ კარის წაისრული ფორმის ტიმპანში ვრცელი სომხური წარწერებია განთავსებული. გუმბათის ყელზე რელიეფური ფილებია ჩასმული. მათ შორის აღსანიშნავია ქართულწარწერიანი მომწვანო ფერის რელიეფური ქვა, რომელის ყელის სამხრეთ-დასავლეთ წახნაგზეა ჩასმული. ეკლესიის ირგვლივ გალავნის, სატრაპეზოს და სხვა ნაგებობათა ნაშთებია დარჩენილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8103