ხოჟ-აჰმედ ტაშტამიროვიჩ ნუხაევი (რუს. Хож-Ахмет Таштамирович Нухаев; დ. 11 სექტემბერი, 1954) — ჩეჩნური მაფიის ლიდერი, რომელიც ცნობილია როგორც ობშინა და ჩეჩნეთის პოლიტიკაში გამოჩენილი ფიგურა. მისი ადგილსამყოფელი 2004 წლიდან უცნობია.

ხოჟ-აჰმედ ნუხაევი
დაიბადა11 სექტემბერი, 1954 (1954-09-11) (70 წლის)
ყირგიზეთი
ეროვნებაჩეჩნები
საქმიანობა მაფიის ლიდერი, პოლიტიკოსი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

იგი დაიბადა გადასახლებაში (ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლების გამო), ყირგიზეთის ჩუის რეგიონში, ჩეჩნეთის შალინსკის რაიონის სოფელ გელდაგანში, იალხოის ტეიპში (კლანში). 1974 წელს ჩავიდა მოსკოვში და დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საიდ-ხასან აბუმუსლიმოვთან ერთად (შემდგომში ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევის დროს) მოაწყო ჩეჩნეთის განთავისუფლების მიწისქვეშა კომიტეტი, სახელწოდებით ობშინა. კომიტეტმა შეისწავლა აბდურახმან ავთორხანოვის, ალექსანდრე სოლჟენიცინის და ანდრეი სახაროვის წიგნები. ნუხაევის თქმით, აბუმუსლიმოვი პასუხისმგებელი იყო პოლიტიკასა და ინფორმაციაზე, ხოლო ფინანსურ საკითხებსა და იარაღზე თვითონ ზრუნავდა. 1980 წელს ნუხაევს რვა წელი მიუსაჯეს ბანდიტიზმისთვის, რომელიც, მისი თქმით, რეალურად პოლიტიკური მიზეზების გამო იყო. ამ პერიოდში მან მიიღო მეტსახელი „ხოჟა“ და ნიკოლაი სულეიმანოვთან ერთად ჩეჩნური მაფიის ბოსად ითვლებოდა. 1987 წლისთვის ჩეჩენი კრიმინალები ჩამოყალიბდნენ კარგად ორგანიზებულ საზოგადოებად ნუხაევისა და სულეიმანოვის მეთაურობით, ჯგუფი ცდილობდა მოსკოვიდან გაეყვანა ყველაზე გავლენიანი რუსული მაფიის ბანდები (ლუბერცი, სოლნცევო და ბალაშიხა), რამაც ჩეჩნებს საშუალება მისცა დაეკავებინათ დომინანტური პოზიცია.

საქმიანობა ჩეჩნეთის მეორე ომის დროს

რედაქტირება

ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან მალევე, ნუხაევი გაემგზავრა ბაქოში, აზერბაიჯანში და დააფინანსა მიწისქვეშა ჩეჩნური გაზეთები „იჩქერია“ და „მეხ-კელი“. 1999 წელს მან გააკეთა საჯარო განცხადება და მოუწოდა საერთაშორისო კომისიის შექმნას ჩეჩნეთში მშვიდობის დასამყარებლად და თქვა, რომ რუსეთი ვერასოდეს მიაღწევს თავის მიზნებს სამხედრო გზით, რადგან ჩეჩენი ხალხის თვითგამორკვევის სურვილი ისეთია, რომ პარტიზანული ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება. ნუხაევმა თქვა, რომ სამშვიდობო პროცესის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საერთაშორისო კომისიის შექმნა, რომელსაც უხელმძღვანელობენ ისეთი პატივცემული მსოფლიო მოღვაწეები, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ან გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს გალი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ორივე მხარის უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას. [1] ზოგს სჯერა  რომ ის ასევე დაეხმარა რუსლან გელაევისა და ასლამბეკ აბდულხაჯიევის ბოევიკების დაფინანსებას.

პოლ კლებნიკოვის წიგნი

რედაქტირება

ნუხაევი იყო გარდაცვლილი ამერიკელი/რუსი ჟურნალისტის პოლ კლებნიკოვის წიგნის სახელწოდებით „საუბრები ბარბაროსთან: ინტერვიუები ჩეჩენ საველე მეთაურთან ბანდიტიზმისა და ისლამის შესახებ'“-ის მთავარი განსახილვევი თემა. წიგნი ეფუძნება კლებნიკოვის ინტერვიუს ნუხაევთან ბაქოში, აზერბაიჯანში. მასში ნუხაევი განიხილავს თავის წარსულს, მათ შორის მის მონაწილეობას მოსკოვში კრიმინალურ საქმიანობაში და კავკასიის საერთო ბაზრის შექმნაზე. ის ასევე ამტკიცებს ჩეჩნური და ისლამური კლანური/ტომობრივი სოციალური სისტემის უპირატესობას. 2004 წელს მოსკოვში კლებნიკოვის მკვლელობის შემდეგ გავრცელდა მტკიცებულება, რომ ნუხაევმა დაუკვეთა ეს მკვლელობა, წიგნში მასზე უარყოფითად საუბრის გამო. რამდენიმე ჩეჩენს ბრალი წაუყენეს კლებნიკოვის მკვლელობასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდგომში ყველა გაამართლეს სასამართლო პროცესზე.

პოლიტიკური საქმიანობა რუსეთში

რედაქტირება

2001 წლის აპრილის შემდეგ იგი აქტიურად ჩაერთო ევრაზიის პარტიის მუშაობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსი ნაციონალისტი ალექსანდრე დუგინი. [2]

შესაძლო სიკვდილი დაღესტნის მთებში

რედაქტირება

ხოჟ-ახმედ ნუხაევი ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა აზერბაიჯანში. სწორედ იქიდან დრო და დრო სიახლეებს აქვეყნებდა მისი სახელობის ინტერნეტ საიტზე Noukhaev.com დაარქივებული 2007-03-15 საიტზე Wayback Machine. . ზოგიერთი წყაროს თანახმად, ნუხაევი ფარულად დაბრუნდა ჩეჩნეთში 2003 წლის ბოლოს. მან, სავარაუდოდ, დაარწმუნა რუსლან გელაევი დაღესტნიდან გადმოსულიყო საქართველოში, იგი გელაევის მებრძოლთა ჯგუფთან ერთად იყო 2003-2004 წლებში. მოვლენების არაოფიციალური ვერსიით, გელაევის კაცები ტყვედ აიყვანეს ან მოკლეს, ხოლო 2003 წლის 28 დეკემბერს თავად გელაევი დაიღუპა სროლისა და მეწყრის ან ზვავის შედეგად, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გამოწვეული იყო ვერტმფრენიდან გასროლილი რაკეტებით. რამდენიმე წყარო ვარაუდობს, რომ ნუხაევი მებრძოლებთან ერთად მოკლეს, თუმცა მოვლენების განსხვავებული ვერსია ირწმუნება, რომ ის არც ტყვედ ჩავარდნილა და არც მოუკლავთ. [3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. John Adams Associates, December 10, 1999
  2. Russian political parties and antisemitism დაარქივებული 2009-10-14 საიტზე Wayback Machine. , by SOVA Center, Moscow
  3. Chechen Society Newspaper No. 12, June 2005