ხოვლის ნამოსახლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ხოვლის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, მდინარე ხეხმელას მარცხენა სანაპიროზე, წყალსაქაჩი ქვესადგურის დასავლეთით, 50 მეტრზე. თენდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასახლარზე ზედაპირულად იპოვება კერამიკული მასალა: წითელზედაპირიანი ჯამის შავზედაპირიანი, პირგადაშლილი და მუცელგამობერილი თიხის ჭურჭლის ნატეხები. თიხის ჭურჭლის ყელს შუაში რელიეფური წიბო მიუყვება, მუცლის ირგვლივ ღარული წრეებია. წრეებს შორის ჩასმულია ფრჩხილისებრი ირიბული ორნამენტი. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცქიტიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 222.