ხოვლის კოშკი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ხოვლის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის სასაფლაოზე, მდინარე ხეხმელას დასავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

კვადრატული კოშკი (7,3×7,3 მ) ხუთ სართულიანია. ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. დაზიანებულია: ჩაქცეული სართულშუა გადახურვა, ჩამონგრეულია ზედა სართულის კედლები, პირველი სართული მიწითა და ქვებითაა ამოვსებული. კოშკში შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ამავე სართულზე აღმოსავლეთ კედელში ბუხარი და ორი სათოფურია, ჩრდილოეთ კედელში — ორი სათოფური. დასავლეთ კედელი ყრუა, მესამე სართულზე, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში — ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში — თითო. მეოთხე სართულზე ოთხივე კედელში თითო სათოფურია, მეხუთეზე — ორ-ორი. დახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება