ხობის მუნიციპალიტეტის გერბი

(გადამისამართდა გვერდიდან ხობის გერბი)

ხობის მუნიციპალიტეტის გერბიხობის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

ხობის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარმჭერები ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა
დევიზი ხობი

აღწერილობა

რედაქტირება

გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, ხოლო მეორე ნაწილს – ფარის 1/3.

  • I ნაწილი — წარმოადგენს ვერცხლის ველს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ვერცხლის კვართი.
  • II ნაწილი — წარმოადგენს ლურჯ ტალღოვან ველს, რომლის ზედა ნაწილი გადაკვეთილია ვერცხლის ორი ტალღოვანი სარტყელით.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია დევიზი — „ხობი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება