ხმამაღლობის ომი

(გადამისამართდა გვერდიდან ხმის სიმაღლის ომი)

ხმამაღლობის ომი — ტერმინი, რომელსაც უწოდებენ აუდიო ჩანაწერზე ხმამაღლობის აწევას. კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს უარყოფითად აისახება ხმის ხარისხზე და მსმენელის მიერ მოსმენისგან მიღებულ სიამოვნებაზე. ხმამაღლობის შეცვლა პირველად ახსენეს 1940-იან წლებში. ანალოგური ჩანაწერების ხმის უმაღლესი დონე ამ პერიოდში შეზღუდული იყო ელექტრონული მოწყობილობების შესაძლებლობებით, ისევე, როგორც შემდგომში – ფირსაკრავებით და აუდიოკასეტების დამკვრელებით. 1990-იანებში, ციფრული ჩანაწერების გამოჩენის მიუხედავად, პრობლემის განხილვა კვლავ გაგრძელდა.

მაიკლ ჯექსონის სიმღერის „Black or White“ სხვადასხვა გამოცემების სპექტრი, რომელზეც ასახულია ხმამაღლობის სხვადასხვა დონე: 1991–1995–2007.

CD-ზე მუსიკა კოდირებულია ციფრულ ფორმატში და ხმის მაქსიმალური ამპლიტუდაც განსაზღვრულია. თუკი მიღწეულია ამ ამპლიტუდის უკიდურესი წერტილი, ხმამაღლობა კიდევ უფრო ფართოვდება სიგნალის დამუშავების ტექნიკით, როგორიც არის აუდიოსიგნალის კომპრესორი ან ეკვალაიზერი. ხმის ინჟინრებს შეუძლიათ ჩანაწერზე კომპრესიის მზარდი პროპორციის დამატება, სანამ მის მაქსიმალურ ამპლიტუდამდე მიღწევა უფრო ხშირი არ გახდება. განსაკუთრებულ შემთხვევებში ხმამაღლობის გაზრდის მცდელობისას წარმოიშვება კლიპინგი და სხვა აშკარად გამოკვეთილი დაზიანებები. თანამედროვე ჩანაწერები, რომლებიც ხმამაღლობის გაზრდისთვის იყენებენ დინამიკური დიაპაზონის კომპრესიას და სხვა საზომებს, ხმის ხარისხს აფუჭებენ სიმაღლის ხარჯზე. პრესაში და რიგით მომხმარებლებს შორის ჩანაწერს, რომელიც ასეთი საშუალებით არის დამუშავებული, ხშირად უწოდებენ „ხმამაღლობის ომის მსხვერპლს“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება