ხიდისთაური ატმები, გორული ატმებიქართული ატმების ჯგუფი. შეიქმნა ხალხური სელექციის გზით მდინარე ტანის ხეობის (გორის მუნიციპალიტეტი) სპეციფიკურ ეკოლოგიურ პირობებში. ხიდისთაურ ატმებს განეკუთვნება ხიდისთაური ვარდისფერი, ხიდისთაური თეთრი, ხიდისთაური ყვითელი და სხვ. მათთვის დამახასიათებელია ნაყოფის მიმზიდველი შესახედაობა, მაღალი საგემოვნო თვისებები, რბილობის მკვრივი კონსისტენცია, მკვეთრი არომატი. ამ თვისებების გამო ფართოდაა გავრცელებული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მომწიფების მიხედვით ხიდისთაურ ატმებს ყოფენ საშუალო (ხიდისთაური ვარდისფერი) და საგვიანო (ხიდისთაური ყვითელი) პერიოდის სიმწიფის ჯიშებად. იძლევა საუკეთესო ხარისხის სასუფრე და საკომპოტე პროდუქციას.

ლიტერატურარედაქტირება