ხეხილის გადაბერება
ხეხილის გადაბერება — ვარჯის ჩონჩხის მსხვილი ნაწილებისა და ფესვთა სისტემის ხმობა. ხეხილის გადაბერებისას ხის წლიური ნაზრდის წარმოქმნა და მსხმოიარობა მკვეთრად კლებულობს, ფოთოლი და ნაყოფი წვრილდება. საექსპლუატაციო პერიოდის გახანგრძლივებისათვის გამაახალგაზრდავებელი სხვლა უშედეგოა. საწარმოო პირობებში ასეთი ხეხილი სამეურნეო მნიშვნელობას კარგავს და უნდა ამოძირკვოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯომარდიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 614.