ხეობის ივანე მახარებლის ეკლესია
ხეობის ივანე მახარებლის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში. მდებარეობს სოფლის ცენტრში. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7,4 X 4,9 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. დარბაზს პილასტრებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი ჰქონია, მაგრამ გადახურვის აღდგენის დროს თაღი აღარ ამოუყვანიათ და ამჟამად ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების შუა ნაწილში მხოლოდ პილასტრებია დატოვებული. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც დასავლეთ კედელსა და კონქის თავზე გადადის.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 413.