ხემყრალი
ხემყრალი — მცენარეთა გვარი სიმარუბასებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი მაღალი ხეებია. აქვთ მორიგეობით განლაგებული უსიამოვნო სუნიანი კენტფრთართული ფოთლები. გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ავსტრალიაში. საქართველოში მისი სამი სახეობაა შემოტანილი, შედარებით ფართოდ კი ჩინური ხემყრალი. ის ადვილად სახლობს ხრიოკ და ქვა-ღორღიან ადგილებზე, მრავლდება ადვილად და იქცევა სარეველად. მისი მერქანი მაღალი ღირსების სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალაა, ასევე ყიენებენ ქაღალდის წარმოებაში. დეკორატიულია, განსაკუთრებით კი მისი წითელნაყოფა სახესხვაობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაშინ-ჯაყელი, ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 469.