ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გერბი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გერბი — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2012 წლის 29 აგვისტოს, № 18 დადგენილებით. [1]
ხელვაჩაურის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გაკვეთილ-გადაკვეთილია და იყოფა 4 ნაწილად (ველად), I და III ნაწილი გადაკვეთილია ტეხილად;
- I ნაწილი — მეწამულ ველზე მოთავსებულია გადაჯვარედინებული ორი ოქროს თოფი;
- II ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს საწმისი, ქვედა ნაწილში ოქროს ციხე-სიმაგრე;
- III ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს თაღოვანი ხიდი, ქვედა ნაწილში ვერცხლის სამი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი;
- IV ნაწილი — ლაჟვარდის ველს მარჯვნიდან მარცხნივ კვეთს სამი ვერცხლის ყაბიწი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ხელვაჩაური“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-23. ციტირების თარიღი: 2012-10-16.