ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დროშა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დროშა — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2012 წლის 29 აგვისტოს, № 18 დადგენილებით. [1]
აღწერილობა
რედაქტირებადროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად; პირველი ნაწილი ჰორიზონტალურად ტეხილად არის გაყოფილი თანაბარ ნაწილებად: მეწამულ და ზურმუხტოვან ველებად. მეორე ნაწილის ლაჟვარდოვან ველს ჰორიზონტალურად ყოფს სამი ვერცხლის სარტყელი. დროშის პროპორციაა 2:3.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-23. ციტირების თარიღი: 2012-10-16.