ხეკორძის ნასოფლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ხეკორძის ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეკორძის ჩრდილო-აღმოსავლეთი, 1 კილომეტრზე, მდინარე ხეკორძულას მარჯვენა ნაპირზე, სოფელ სათოვლეში მიმავალი გზის მარცხენა მხარეს. თარიღდება ფეოდალური ხანით. შემორჩენილია ნასახლარი ბუდეები (8x6,4x3,6x4 მეტრი) და რიყისა და ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაგები კედლების ფრაგმენტები. ნასოფლარის ცენტრში შემორჩენილია რიყისა და კლდის ნატეხი ქვით ნაგები ეკლესიის კედლების წყობის 2-4 რიგი.

ლიტერატურა

რედაქტირება