ხეკორძის ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ხეკორძის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეკორძის ჩრდილოეთით, ზარიძიანთ უბნიდან 0,5 კილომეტრზე, მდინარე ხეკორძულას მარჯვენა ნაპირზე, სოფელ სათოვლისაკენ მიმავალ გზაზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ჭრილში ჩანს რიყისა და კლდის ნატეხი ქვით ნაგები კედლების ფრაგმენტები და მძლავრი ნაცროვან-ნახშიროვანი ფენა.

ლიტერატურა

რედაქტირება