ხეთის წმინდა სოფიოს ეკლესია

ხეთის წმინდა სოფიოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში.

ხეთის წმინდა სოფიოს ეკლესიის სიგრძე 9 მეტრია, სიგანე 6, კედლის სისქე კი 1 მეტრი. ტაძარს ირგვლივ გალავანი უვლის, შესასვლელში ოთხკუთხა კოშკის ნაშთია დარჩენილი, რომელიც ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს. შიდა ეზოს ფართობი დაახლოებით 1000 კვ. მეტრია, ეკლესია, კოშკი და გალავანიც ნაგებია ადგილობრივი კირქვით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5176