ხევძმარი
მდინარე საქართველოში, თბილისში
ხევძმარი, ხევძმარა — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში. ისტორიულად ატარებდა ქართლსა და კახეთს შორის გამყოფი საზღვრის ფუნქციას. დღეს ის თბილისის საზღვრებშია მოქცეული და მდინარე მტკვარს ერთვის ავჭალასთან.
ხევძმარი | |
---|---|
ხევძმარი გლდანში, თბილისი | |
სხვა სახელი | ხევძმარა |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | თბილისი |
ქალაქები | თბილისი |
სათავე | 41°47′11″ ჩ. გ. 44°54′47″ ა. გ. / 41.786611° ჩ. გ. 44.913056° ა. გ. |
შესართავი |
მტკვარი 41°47′07″ ჩ. გ. 44°47′21″ ა. გ. / 41.785306° ჩ. გ. 44.789222° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | თბილისი |
— სათავე, — შესართავი |
ხევძმარა მშრალი და პერიოდულად მოქმედი მდინარეა. მისი რეჟიმი დაკავშირებულია ატმოსფერულ ნალექებთან, ამიტომ წყლიანობა გაზაფხულის პერიოდში ახასიათებს, მშრალ პერიოდში კი მთლიანად დამშრალია.
საისტორიო წყაროები
რედაქტირებავახუშტი ბატონიშვილის აღწერით:
„ამ ავჭალის ბოლოს არს ჴევძმარი: ჩამოვარდების მშრალი ჴევი ქვითკირის-ლილოდამ მტკვრამდე. და ესე არს საზღვარი აწინდელისა ქართლ-კახეთისა. აქამდე უწოდებენ საგურამოს ხერკითურთ, გურამიანთ გამო[1].“
|
„ხოლო არს მეოთხე სასპასპეტო ტფილისიდამ ვიდრე ტაშის-კარამდე, მეფისა თანამყოფნი და იმზღურების: აღმოსავლით, ლილოს საზღვრით, რომელი განვლის ხაზი შარობის ლილოსასა, აღმოსავლით სამხრით ლოჭინამდე, რომელსა ეწოდების ომანისხევი; მუნით განვლის სამგორსა და ჩადივარს შუა და მრავალწყაროსა და სათის-ჭალას შუა და მიადგების ბერთ-უბნის ღელესა. ხოლო ლილოდამ ჩრდილოთკენ მიადგების ხევძმარს და ხევძმარი მტკვარს მიადგების, და მტკვრის კიდე მცხათამდე; სამხრით ლოჭინისხევი, და გამოღმართ კრწანისის გორა, და სკვირეთის ჩრდილოთ კერძი სხალდიდამდე და სხალდიდიდამ დიდგორის მთამდე მიყოლით ერიქალის მთა, კლდეკარი, ერჯევანი, თორის მთა და გაყოლით ნარიანის ხაზი ტბის ყურამდე; ჩრდილოთ მტკვარი და დასავლით დამჩხერალოდამ სადგერსა და თორს შუა, ბაკულიანის მთამდე და ტბის-ყურამდე. ხოლო ტფილისის სამხრით ერთვის მტკვარს კრწანისის ხევი, დასავლეთიდამ კუმისისა და შინდისის მცირე მთებიდან გადმომდინარენი[2].“
|
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კ. ხარაძე, „გლდანი — ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი“, თბ., 1997