ხახმატის ჯვრის ეკლესია

ხახმატის ჯვრის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიშოს განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,3 x 3,2 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად ჩამონგრეულია გადახურვა და ჩრდილო კედელი, დასავლეთ კედლის მხოლოდ სამხრეთ ნაწილია შემორჩენილი. დასავლეთ კედელში შემორჩენილია შესასვლელის სამხრეთ ნახევარი, კარი გარედან გადახურული ყოფილა შირიმის ქვით. აღმოსავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილ ვიწრო სწორკუთხა სარკმელს გარედან შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილი თაღი ხურავს.

ლიტერატურა რედაქტირება