ხაჩატურ აბოვიანის ქუჩა
ხაჩატურ აბოვიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი), მდებარეობს აბო თბილელის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩამდე. წარმოიქმნა არა უგვიანეს XVII საუკუნის 40-იანი წლებისა, იმ დროს როდესაც როსტომ მეფემ აქ ახალი სამეფო სასახლე ააშენა. აღნიშნულია ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წლის გეგმაზე. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც აზნაურის ქუჩა. 1924 წელს გლეხის ქუჩა ეწოდა, 1938 წელს ხაჩატურ აბოვიანის სახელი ეწოდა. ქუჩაზე შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები.
ხაჩატურ აბოვიანის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
უბანი | ქვემო უბანი |
წინა სახელები | აზნაურის ქუჩა, გლეხის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 12, ISBN 978-99928-20-35-3.