ხაშურის მუნიციპალიტეტის გერბი
ხაშურის მუნიციპალიტეტის გერბი — ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 27 აპრილი, 2010 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ვერცხლის ორკაპისებრი ჰერალდიკური ჯვარი, ვერცხლის ბოლნური ჯვარი, ოქროს მკლავგაშლილი აბჯარი |
ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
დევიზი | ხაშური |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარის მეწამულ ველს ვერცხლის ორკაპისებრი ჰერალდიკური ჯვარი ჰყოფს სამ ნაწილად; ზედა ნაწილზე მოთავსებულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი, ფარზე მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც გადაკვეთილია ქონგურისებურად და იყოფა ლაჟვარდის და ოქროს ველებად. ოქროს ველი შუაში ნახევრად ჩაჭრილი და ქონგურების გარეშეა; ლაჟვარდოვან ველზე მოთავსებულია ოქროს მკლავგაშლილი აბჯარი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ხაშური“.