ხეფრენი
(გადამისამართდა გვერდიდან ხაფრა)
ხეფრენი — ძველი ეგვიპტის ფარაონი, IV დინასტიის (ძვ. წ. 2723-2563 წწ.) წარმომადგენელი. ხეოფსის მემკვიდრე (შესაძლოა შვილი ან ძმაა). გიზაში მეორე პირამიდის (სიმაღლე 143,5 მ) ამშენებელი. ეს პირამიდა ძველად გვირაბით უკავშირდებოდა დაბლობში აგებულ გრანიტის ტაძარს, რომელშიც იდგა ხეფრენის ორი დიორიტის ქანდაკება (ინახება კაიროს მუზეუმში).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 473.