ხასანბეგურა
ხასანბეგურა — ქართული ხალხური სიმღერა, ისტორიულ-საგმირო ხასიათისა, გავრცელებულია გურიასა და აჭარაში.
სიმღერაში ასახულია შუხუთფერდის ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1854 წელს რუს-ქართველთა და ოსმალეთის ჯარებს შორის ყირიმის ომის (1853-1856) დროს. ოსმალების მხარეს იბრძოდა ჰასან-ბეგ თავდგირიძე. რომელიც ბრძოლის ველზე დაეცა.
მელოდია
რედაქტირებასიმღერაში მონაწილე ხმებს ახასიათებს მდიდარი მელოდიური განვითარება, ურთიერთშორის ურთულესი კონტრაპუნქტული შეხამება. მას შენაცვლებით ასრულებენ ტერცეტი (მთქმელი, კრიმანჭული და ბანები) და ორხმიანი გუნდი (მთქმელები და ბანები).
ტექსტი
რედაქტირებახასანბეგი თავდგირიძე გარისხული ღვთისგან ერთი
თათრის ფაშობა იშოვნა სულ მთლად დაივიწყა ღმერთი
შეკვეთილში შემოვიდა იძახოდა ჰოლანგეთი
[ღენერალმა უოსტატა დაუტოვა ოზურგეთი]
ლანჩხუთამდე მას ვაცალოთ მერე ჩვენ გვიყუროს ერთი
ჩვენ გახლავართ გურულები დავამარცხეთ შუხუთფერში
ჯარი სულ მთლად გავუწყვიტოთ მთხრობლად არ გაუშვათ ერთი
ხასანბეგი თავდგირიძე თავმოჭრილი დევინახე
რომ გევიგე თუ ვინ იყო, ვაი! მეთქი დევიძახე
წინა ღამით მან გადაგვწვა მით დაიგო ცუდი მახე
რადგან ჩემი ძმაი იყო ბოლოს მაინც მე დავმარხე
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 441.