ხარდინეს-დე-ლა-რეინა
ხარდინეს-დე-ლა-რეინა (ესპ. Archipiélago de los Jardines de la Reina) — არქიპელაგი კარიბის ზღვაში, კუბის სამხრეთ სანაპიროსთან. სახელი უწოდა ქრისტეფორე კოლუმბმა ესპანეთის დედოფლის პატივსაცემად. ფართობი 2,170 კმ². დღეისათვის კუნძული წარმოადგენს ეროვნულ პარკს და ქმნის კუბის ერთ-ერთ უმსხვილეს დაცულ ტერიტორიას. ხარდინეს-დე-ლა-რეინა ვრცელდება ანა-მარიასა და გუაკანაიაბოს ყურეებს შორის.
ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ არქიპელაგი გადაჭიმულია 150 კმ-ზე. აერთიანებს 600-ზე მეტ რიფსა და კუნძულს. დაივინგისა და თევზჭერის პოპულარული ადგილია.