ხარა-უს-ნური
ხარა-უს-ნური — ტბა მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში, დიდი ტბების ქვაბულში. მდებარეობს 1157 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 1486 კმ². სიღრმე 4,5 მეტრამდე. კუნძულ აკ-ბაშით გაყოფილია ორ წყალსატევად. ტბაში ჩადის მდინარე კობდო. ფშანით შეერთებულია ხარა-ნურის ტბასთან. ნაპირები დაბალია, ადგილ-ადგილ დაჭაობებული. ზამთრობით იყინება. მდიდარია თევზით. ბევრია წყლის ფრინველი.
ხარა-უს-ნური | |
---|---|
Хар Ус Нуур | |
კოორდინატები: 48°04′ ჩ. გ. 92°24′ ა. გ. / 48.067° ჩ. გ. 92.400° ა. გ. | |
მდებარეობა | მონღოლეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1157 მ |
ფართობი | 1486 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 4,5 მ |
აუზის ფართობი | 74 500 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ხოვდ-გოლი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 435.