ხარასნაირი წყალმცენარეები

ხარასნაირი წყალმცენარეები (ლათ. Charophyta) — წყალმცენარეთა განყოფილება.[1] მათი მწვანე ფერის რთული თალუსი შედგება მთავარი ღერძისა და მასზე რგოლურა განლაგებული გვერდითი ტოტისებრი წარმონაქმნებისაგან. რგოლებს შორის ერთუჯრედიანი მუხლთშორისები აქვთ. სუბსტრატს ემაგრებიან ფესვისმაგვარი წარმონაქმნებით – რიზოიდებით. მცენარე 1 -მდე იზრდება. ვეგეტატიური გამრავლება სხეულის ნაწილებად დაყოფით ან ერთ- და მრავალუჯრედიანი კოჟრებით ხდება. სქესობრივი გამრავლების ორგანოები – ოოგონიუმი და ანთერიდიუმი მრავალუჯრედიანია. ცნობილია ხარასნაირი წყალმცენარეების 300-მდე სახეობა. ბინადრობენ მტკნარ წყალსა და ზღვის გამტკნარებულ ნაწილებში. ნამარხი ფორმები ცნობილია დევონური პერიოდიდან.

ხარასნაირი წყალმცენარეები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ხარასნაირი წყალმცენარეები
ლათინური სახელი
Charophyta

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Lewis, Louise A.; Richard M. McCourt (2004). „Green algae and the origin of land plants“. American Journal of Botany. 91 (10): 1535–1556. doi:10.3732/ajb.91.10.1535. PMID 21652308. დაარქივებულია ორიგინალიდან (abstract) — 2011-02-21. ციტირების თარიღი: 2015-11-09.