ხარაბუზასებრნი (ლათ. Cerambycidae) — მწერების ოჯახი ხეშეშფრთიანთა რიგისა. აქვთ წაგრძელებული, 3 – 180 მმ სიგრძის სხეული, გრძელი და წვრილი ულვაშები, ძლიერ განვითარებული ზედა ყბები. მატლები ხორციანია, მუცლის რგოლებზე „მამოძრავებელი კოჟრები“ აქვთ. ცხოვრობენ ქერქქვეშ, მერქანში (რითაც იკვებებიან) ან ბალახოვანი მცენარეებიც ღეროებში, იშვიათად ნიადაგში (მაშინ მათი საკვები ფესვებია). ხარაბუზასებრნი ტყის ჯიშების მავნებლები არიან, ამავე დროს ხეხილს, მარცვლეულ და ტექნიკურ კულტურებსაც აზიანებენ. საქართველოში ცნობილია 202 სახეობა.

ხარაბუზასებრნი
Cerambycidae

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ოჯახი:  ხარაბუზასებრნი
ლათინური სახელი
Cerambycidae

ბრძოლის ღონისძიებები

რედაქტირება

დაზიანებული ხეების მოსპობა, ტყიდან ზეზეურად გამხმარი ხეების, ახალდახერხილი ხეების გამოტანა, ან მერქნის გაჟღენთვა ხანგრძლივად მოქმედი ინსექტიციდებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება