ხანჭკოლა
ხანჭკოლა (ლათ. Lupinus) — მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. უმთავრესად ერთ- და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია.
ხანჭკოლა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Lupinus | ||||||||||||
|
სამშობლოდ ითვლება ხმელთაშუაზღვისპირეთი და ჩრდილოეთი ამერიკა. გვარში 200-ზე მეტი სახეობაა. ევროპაში ფართოდაა გავრცელებული 3 ერთწლოვანი სახეობა: წვრილფოთოლა, თეთრი და ყვითელი ხანჭკოლა, აგრეთვე 1 მრავალწლოვანი სახეობა.
აქვს სწორმდგომი დატოტვილი ღერო, რომლის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს, მთავარღერძიანი ფესვი, თათისებრ რთული ფოთოლი, ვერტიკალური მტევან-ყვავილედი, მრავალთესლიანი პარკი. ერთწლოვანთა სავეგეტაციო პერიოდი 80-155 დღეა.
კარგად იზრდება ტენიან პირობებში, შავმიწებზე, ტყის ყომრალ ნიადაგებზე და იძლევა პროტეინით მდიდარ ვეგეტატიურ მასას. იყენებენ საქონლის საკვებად, ზოგს მწვანე სასუქად. საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ს. თედორაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 434.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხანჭკოლას შესახებ (ინგლისური)
- Hughes, C. Lupinus.pdf (ინგლისური)
- Lupins.org დაარქივებული 2020-08-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)